მიწოდების წესები

პროცესინგის დრო

კომპანიის მიზანია თქვენს მიერ შეკვეთის დასრულების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ თქვენი ნივთის ტრანსპორტირება და მოწოდება.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის პროცესინგის დრო დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობაზე, საწყობში მარაგის ხელმისაწვდომობაზე და სხვა ფაქტორებზე.

სავარაუდო მიღების თარიღი და სისწრაფე ასევე დამოკიდებულია მიწოდების სერვისის არჩეულ  ვადებზე.

მადლობას გიხდით გაგებისთვის, ხოლო ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს  თქვენი შეკვეთის დროულად მომზადება და ტრანსპორტირება.

ლოკალური მიწოდების სავარაუდო ვადები და ფასი

 ჩვენთვის გასაგებია, რომ თქვენი ნივთის მიღება მნიშვნელოვანია მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. ამიტომ გთავაზობთ თქვენზე მორგებული მიწოდების სხვადასხვა არჩევანს.

ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება ნებისმიერ მისამართზე აშშ ტერიტორიაზე და საქართველოში, სოფლების ჩათვლით.

მიწოდებას ახორციელებს კომპანიის პარტნიორი საკურიერო კომპანია(ები).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვადები დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართზე, თუმცა ჩვენი გუნდი ცდილობს მაქსიმუმს თქვენი შეკვეთა სწრაფად მიიღოთ.

ფასდაკლების პერიოდში ექსპრეს შეკვეთების მიწოდება შესაძლოა გახანგრძლივდეს 3-4 საათით ან ვერ მოხდეს იმავე დღეს ჩაბარება.

  • დასვენების დღეებში, დღესასწაულების ან უამინდობის დროს ექსპრეს მიწოდება შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.
  • მიწოდების ფასი დამოკიდებულია ადგილმდებარეობას, ნივთის ზომისა და მიწოდების ტიპის მიხედვით. ინფორმაცია მიწოდების ღირებულების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თქვენს კალათაში მისამართის მითითებისას.
  • გაითვალისწინეთ, რომ უფასო სტანდარტული მიწოდების სერვისი ვრცელდება 250 ლარი/100 აშშ დოლარის ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში.

საქართველოს ტერიტორიაზე

სტანდარტული მიწოდება:

  • თბილისი – 1-3 სამუშაო დღეში
  • სხვა ქალაქებში – 2-5 სამუშაო დღეში
  • სოფლებში – მიწოდება შეიძლება გახანგრძლივდეს დამატებით 2-4 სამუშაო დღით. სოფლებში მიწოდებას არ ემატება დამატებითი ღირებულება.

ექსპრესს მიწოდება:

თბილისი

  • 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეკვეთილი პროდუქცია მოგეწოდებათ მაქსიმუმ 3 საათში. 
  • 18:00 საათის შემდეგ განხორციელებულ შეკვეთას მიიღებთ მომდევნო დღის 15:00 საათამდე.

ექსპრესს მიწოდება სხვა ქალაქებში არ არის ხელმისაწვდომი.

აშშ ტერიტორიაზე

სტანდარტული მიწოდება – 7-10 სამუშაო დღეში

ეკონომ მიწოდება – 4-7 სამუშაო დღეში

ექსპრესს მიწოდება – 3-5 სამუშაო დღეში

ალიასკაზე, ჰავაიზე და შტატების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მიწოდების სერვისი შესაძლებელია გახანგრძლივდეს.

ტრანსპორტირების რისკები და პოლიტიკა (აქტუალურია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების შემთხვევაში)

  • ge/etnou.us -ზე შეკვეთის შემდეგ თქვენი ამანათი ყველა აუცილებელი ინფორმაციით (მიმღების პერსონალური ინფორმაცია, შეკვეთის კოდი, თარიღი თუ სხვა) გადაეცემა პარტნიორ საკურიერო კომპანიას. ამანათის საკურიერო კომპანიაზე გადაცემის დროს მთავრდება კომპანიის პასუხისმგებლობა და გადადის სატრანსპორტო კომპანიაზე.
  • ჩვენ ვერ ავიღებთ შუამავალი კომპანიის შეცდომებზე, დაუდევრობაზე ან შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე პასუხისმგებლობას. ამიტომ ამანათის ჩამბარებლის ვალდებულებაა ყურადღებით შეამოწმოს მიღებული პროდუქციის მდგომარეობა, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობის, მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი საკურიერო კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას.
  • საკურიერო კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია დაგელოდოთ და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უკან დაიბრუნოს ამანათი.
  • გადაცდომის შემთხვევაში აუცილებელია შეგვატყობინოთ ელ.ფოსტაზე usa@gmail.com.
  • დაზიანებული ან ხარვეზული პროდუქტის ჩაბარების შემთხვევაში სუპერი არ არის ვალდებული განიხილოს პრეტენზია.
  • იმ შემთხვევაში თუ მიწოდებულ პროდუქციას აღმოაჩნდა ფარული ნაკლი, რომლის გამოვლენაც ობიექტურად შეუძლებელი იყო მისი პირველადი დათვალიერებისას, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააფიქსიროს პრეტენზია ელ.ფოსტაზე usa@gmail.com დადგინდება ნივთის დაზიანება ქარხნულია თუ მექანიკური, რის შემდეგაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.
  • თუ კურიერს არ დახვდებით მისამართზე ან ვერ შეძლებთ ამანათის ჩაბარებას, უფლებას ვიტოვებთ რომ გზავნილი დავაბრუნოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ან საკურიეროს გაცემის წერტილში და შემდგომში თავად გაიტანოთ.
  • კურიერი უფლებას იტოვებს თქვენს მითითებულ მისამართზე მყოფ სხვა პიროვნებას ჩააბაროს გზავნილი.
$ ამერიკული დოლარი

გადახდის მეთოდები

etnou.ge/etnou.us-ზე პროდუქტის შესაძენად ანგარიშსწორება შესაძლებელია:

ასევე საბანკო გადარიცხვით დეტალებისთვის დაგვიკავშირდით
etnou.usa@gmail.com

აირჩიეთ კონტაქტის მიზანი

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს ჩვენს ვებსაიტზე საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Special offer

25%OFF

Buy Etnou home decor and get a discount voucher