დაბრუნების წესები
შეძენილი პროდუქტის გამოყენების, დაბრუნების, გადაცვლის და ონლაინ შეკვეთის გაუქმების წესები გამოყენება
- ge/etnou.us -ზე ნივთის შეძენამდე აუცილებელია გაეცნოთ ნივთის მახასიათებლებს, აღწერას და სურათებს, რათა დარწმუნდეთ რომ ნივთი ნამდვილად ერგება თქვენს საჭიროებებს
- შეძენილი ნივთის გამოყენებისას აუცილებელია ინსტრუქციისა და საიტზე მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინება ასეთის არსებობის შემთხვევაში. დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვწეროთ სოციალურ ქსელში ან დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მეშვეობით usa@gmail.com
- ნივთის გამოყენებისას კატეგორიულად აკრძალულია მისი არადანიშნულებისამებრ მოხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამ და სხვა გაუფრთხილებლობით მომხდარ შედეგებზე
დაბრუნება. გადაცვლა. თანხის დაბრუნება.
- ნებისმიერი შეძენილი ნივთის დაბრუნება/გადაცვლა შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში, გარდა საყურეებისა და ფასდაკლებაზე შეძენილი ნივთისა. თანხის სრული დაბრუნებით, გარდა მიწოდების სერვისის ხარჯისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- შეკვეთის მიღების დროს მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე გახსნას და შეამოწმოს მიღებული პროდუქცია. დაზიანების ან ხარვეზის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას შეკვეთის ჩაბარებაზე და მოითხოვოს შეკვეთის უკან დაბრუნება. დაზიანებული ან ხარვეზული პროდუქტის ჩაბარების შემთხვევაში კომპანია არ არის ვალდებული განიხილოს პრეტენზია.
- იმ შემთხვევაში თუ მიწოდებულ პროდუქციას აღმოაჩნდა ფარული ნაკლი, რომლის გამოვლენაც ობიექტურად შეუძლებელი იყო მისი პირველადი დათვალიერებისას, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააფიქსიროს პრეტენზია ელ.ფოსტის მეშვეობით usa@gmail.com, დადგინდება ნივთის დაზიანება ქარხნულია თუ მექანიკური, რის შემდეგაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.
- გამოყენებასთან დაკავშირებული დაზიანებული ნივთი გადაცვლას ან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
- ფასდაკლებაზე შეძენილი და/ან გახსნილი ნივთი დაბრუნებას ან გადაცვლას არ ექვემდებარება.
- გადაცვლილი ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
- თანხის დაბრუნება მოხდება ნივთის მიღების და ჩაბარებიდან 5-7 სამუშაო დღეში)
- კომპანია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაიბრუნოს დაზიანებული ნივთი და გააგზავნოს იგივე ან შემცვლელი პროდუქტი. თუ იგივე ან მსგავსი ალტერნატივის შეთავაზება ვერ მოხდა კომპანია ვალდებულია დააბრუნოს თანხა
იმ შემთხვევაში თუ ნივთის დაბრუნება ხდება კომპანიის ხარჯით:
- მომხმარებელი ვალდებულია ნივთი შეფუთოს ორიგინალ ყუთში
- მიუთითოს შეკვეთის ნომერი და დაბრუნების მიზეზი:
- დაზიანება
- გადაცვლა
- თანხის დაბრუნება
- ნივთის დაბრუნება უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი დღის განმავლობაში
იმ შემთხვევაში თუ ნივთის დაბრუნება ხდება მომხმარებლის ხარჯით, შეგიძლიათ გამოიყენოთ მიწოდების სერვისი თქვენი შეხედულებისამებრ. რეკომენდაციას გიწევთ ისარგებლოთ იგივე მიწოდების სერვისით. შეინახეთ საიდენტიფიკაციო ნომერი. კომპანია იხსნის ვალდებულებას ნივთის დაკარგვაზე თუ გაგზავნა მოხდება საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე.
დაბრუნებული/გადასაცვლელი ნივთის ტრანსპორტირების მისამართი შეგიძლიათ იხილოთ etnou.ge/etnou.us გვერდზე – საკონტაქტო ინფორმაცია.
ონლაინ შეკვეთის გაუქმება
- ონლაინ შეკვეთის გაუქმება და თანხის სრულად დაბრუნება შესაძლებელია შეკვეთიდან 5 საათის განმავლობაში (თანხის უკან დაბრუნება მოხდება შეკვეთის გაუქმების შემდეგ 5-7 სამუშაო დღეში)
სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლება და პრომო კოდები
- პრომო კოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
- სპეციალური შეთავაზების და/ან ფასდაკლების დროს შეკვეთის დასრულება ვრცელდება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ვადის განმავლობაში.