ჩემს შესახებ

სახლის ჩუსტებში ისე მოვკალათდი, რომ არა კარებზე ზარი, იქვე ჩავიძინებდი. ვიცი ვინც არის, ჯერ კიდევ წინა კვირას შევთანხმდით, რომ ფილმს ერთად ვუყურებდით ჩემთან,

თუმცა, არა, ის არ არის…

კართან კურიერი დგას. ხელში ვეებერთელა ყუთი უჭირავს. 

ხელწერა ვიცანი ბარათზე.

კი მისგან არის.

“მაღალი სიცხე მაქვს, ფილმის ერთად ყურება არ გამოვა, თუმცა თუ ამ პლედს გადაიფარებ, კისერზე ამ ბალიშს მოირგებ და ჩვენ საყვარელ პეჩენიებს მიაყოლებ, იფიქრებ, რომ ფილმს მართლა ერთად ვუყურებთ. . . “

იმ დღეს ფილმს ცალ-ცალკე ვუყურეთ. თუმცა მას შემდეგ, როდესაც დაგეგმილ დროსა თუ ადგილას მისვლას რომელიმე ჩვენთაგანი ვერ ახერხებდა, საკუთარი თავის ნაცლად საჩუქარს აგზავნიდა. ეს ხან წიგნი იყო, ხან მაგიდის სანათი, ერთხელ სამკაულიც მივიღე, რადგან წვეულებაზე მივდიოდი. . . საჩუქარს აუცილებლად, ახლდა ბარათი, პაწაწინა, სახალისო, მხოლოდ ჩვენ რომ გვესმოდა, ისეთი ტექსით.

 

ასე გაივსო ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა საჭირო ნივთებით, სახალისო ბარათებით, რამაც კიდევ უფრო გაამყარა სკოლის წლებში დაწყებული მეგობრობა და ჩვენი ურთიერთობა სულ სხვაგვარი გახდა. დიახ, სულ სხვაგვარი, რადგან საჩუქარი, არის ურთიერთობა.

გამარჯობა,

მე ითნუ სმიტი ვარ. 

მე შენთვის საჩუქარი მაქვს😉

ითნუ სმითი

ჩემი პროფაილი

სქესი: მდედრობითი

ასაკი: 32 წლის და არასდროს მალავს

ჰობი: რაოდენ ბანალურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საჩუქრების შეგროვება და გაჩუქება 

სტილი: ჩაციკლული არ არის, სიტუაციას გააჩნია

გადახდის მეთოდები

etnou.ge/etnou.us-ზე პროდუქტის შესაძენად ანგარიშსწორება შესაძლებელია:

ასევე საბანკო გადარიცხვით დეტალებისთვის დაგვიკავშირდით
etnou.usa@gmail.com

აირჩიეთ კონტაქტის მიზანი

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს ჩვენს ვებსაიტზე საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Special offer

25%OFF

Buy Etnou home decor and get a discount voucher